XDA დეველოპერებმა Windows 10-ის დაყენების ახალი გზა აღმოაჩინეს

0

Windows 10 Technical Preview ამ ხუთშაბათს გამოვიდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ტელეფონისთვის. ახლა კი დროა მადლობა გადავუხადოთ XDA დეველოპერებს, რომლებმაც აღმოაჩინეს გზა, თუ როგორ უნდა დააინსტალოთ Windows 10 ნებისმიერ Lumia-ზე.

ამან შეიძლება ავნოს თქვენს მოწყობილობას. ხალხის (მომხმარებლების) თქმით, “ჰაკმა” რამდენიმე მოწყობილობაზე წარმატებით იმუშავა, მაგალითად Lumia 720, რომელსაც მხოლოდ 512MB RAM აქვს. განახლება ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი 512MB ტელეფონებისთვის, თუმცა შესაძლებელია მათ ვერ მიიღონ ყველა ფუნქცია ფინალურ ბილდში.

ყოველ შემთხვევაში, განახლებამ იმუშავა სხვადასხვა ოპერატორის Lumia 930 და Lumia 1320-ზე. თუმცა რამდენიმე მომხმარებლები ამბობენ, რომ მას პრობლემები აქვს Lumia 920 და 520-ზე.

თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ “ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი” ფორუმზე, ასევე კომენტარები, რომლის საშუალებითაც გაიგებთ მუშაობს თუ არა ეს “ჰაკი” ამა თუ იმ მოწყობილობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან შეიძლება დააზიანოს თქვენი მოწყობილობა.

დააყენეთ Windows 10 ნებისმიერ Lumia-ზე

წყარო: GeoTechReview

Share.

About Author

Tedo Meskhi