Space Marshals

0

Space Marshals – წარმოადგენს სამეცნიერო-სათავგადასავლო თამაშს, ვესტერნის სტილში. ისტორია ვითარდება შორს დედამიწიდან, არც მეტი-არც ნაკლები შუა კოსმოსში. ამ ტაქტიკურ შუტერში თქვენ ხართ “თავებზე მონადირე” ბერტონი, რომელიც ნადირობს საშიშ დამნაშავეებზე, რომლებიც გაიქცნენ ხომალდზე მომხდარი კატასტროფის შედეგად.

თქვენ გიწევთ ტაქტიკური ბრძოლა, ანუ შეგიძლიათ გამოიყენოთ გარემო, რათა თავი აარიდოთ პირდაპირ შეტაკებას მოწინააღმდეგეებთან, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის იარაღი, ყუმბარები და მრავალი სხვა იარაღი

თამაში შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც გაცეცხლებულ შუტერათ, ასევე სტელს რეჟიმში, თქვენ გაქვთ საშუალება ამოეფაროთ სხვადასხვა ნივთებს და ჩუმად დაამარცხოთ თქვენი მოწინააღმდეგე, ან თუკი თქვენ შეგამჩნიეს მოწინააღმდეგეებმა, შეგიძლიათ თავგზა აუბნიოთ, გააფანტიოთ ყურადღება, და ნაკლებ კონცენტრირებული მტერი ბევრად მარტივი დასამარცხებელია.

თამაშში დიდ როლს თამაშობს ბრონიჟილეტი და ასევე იარაღები, რაღა თქმა უნდა ყუმბარებიც, გაქვთ არჩევანი გამოიყენოთ იარაღი რომლისთვისაც საჭიროა ერთი ხელი, ან ორივე ხელი. იარაღიც ყველა გემოვნებისთვისაა

მოკლე აღწერა:

  • ტაქტიკური შუტერი, ხედი ზემოდან
  • ეპიზოდური სიუჟეტი, განაწლებულია სამ თავად, პირველი და მეორე თავი უკვე შეგიძლიათ ითამაშოთ
  • საკმაოდ კარგი HD გრაფიკა
  • თითოეული მისიის ბოლოს მიიღებთ საჩუქარს
  • რამოდენიმე ფრაქცია, რომელთაც შეგიძლიათ თავად ებრძოლოთ, ან გადაამტეროთ ერთმანეთს
  • მართვა ორი ხელით
  • გეიპადის მხარდაჭერა
  • Google Play ს მხარდაჭრა, შეგიძლიათ დაეჯიბროთ მეგობარს

თამაშის მინუსს წარმოადგენს ის რო საჭიროა OpenGl ES 3.0 ის მხარდაჭერა powerVR 6xxx+, Adreno 3xx+, Mali T6xx და Nvidia Tegra k1

Google playhttps://play.google.com/store/apps/details?id=com.pixelbite.sg#
4pda.ruhttp://4pda.ru/forum/index.php?showtopic=656942
Pdalife.ruhttp://pdalife.ru/space-marshals-android-a14163.html

Share.

About Author