Sony Xperia Z4 (იგივე Z3+)-ის მონაცემები, გამოსვლის თარიღი და ფასი

0

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ 2014 წლის სექტემბერს სონიმ Xperia Z3 გამოუშვა. წელს კი უნდა ველოდეთ Xperia Z4 (იგივე Z3+).

დიზაინი:
Z3+ წინა თაობის მსგავსი დიზაინით ხასიათდება. ის ძალიან წააგავს Z3-ს. მიუხედავად ამისა, ის უფრო თხელი და მსუბუქია, ვიდრე Z3. 6.9მმ. და 144გ. გამოქვეყნებული სურათებიდან გამომდინარე მობილურს უკვე microUSB პორტიც დაუფარავი აქვს, თუმცა ის მაინც ინარჩუნებს წყალგაუმტარობას.

ეკრანი:
ეკრანთან დაკავშირებით ცვლილებები არ გვაქვს. Z3+ შემოგვთავაზებს ისეთივე 5.2 ინჩის ზომის Full HD გაფართოების მქონე ეკრანს, როგორიც აქვს როგორც Z3-ს, ასევე Z2-საც.

პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და შიდა მეხსიერება:
ცნობილია, რომ Xperia Z სერიის მომდევნო სმარტფონი Snapdragon 801-დან 810-ში, 8 ბირთვიან პროცესორში გადაინაცვლებს. პროცესორს ექნება 4 ბატარიის დამზოგავი (1.5 Ghz Cortex-A53) ბირთვი და 4 მძლავრი (2Ghz Cortex-A57) ბირთვი.

სურათზე ნაჩვენებია Z3+-ის პროცესორის ბენჩმარკი.
Sony Xperia Z3+ CPU Benchmark Score

ოპერატიული მეხსიერება კვლავ 3GB.
გრაფიკული პროცესორი: Adreno 430.
შიდა მეხსიერება: 32GB.
microSD Card სლოტი: 128GB-მდე.

კამერა და სხვა მონაცემები:
უკანა კამერა რჩება 20.7 MP და იღებს 4K ვიდეოს, თუმცა წინა კამერა გაუმჯობესდა 5.1 MP-მდე  Exmor R სენსორით.
უკანა კამერა გადაიღებს 4K (2160p), full HD 60fps (1080p) / Full HD 30fps (1080p) / HD (720p) / VGA (480p) / MMS ფორმატის ვიდეოს, ხოლო წინა Full HD (1080p) / HD (720p) / VGA (480p) / MMS -ს. განათება მხოლოდ უკანა კამერას ექნება.
სხვა ცვლილებები მოიცავს LTE Cat 6-ს, Bluetooth 4.1ს. ასევე, NFC კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება. მაგრამ ბატარეა 3100-დან 2930 მილიამპერზე გადაინაცვლებს. ასევე სატენი პორტი ქვემოთ ექნება.
სავარაუდოდ Z3+ გამოჩნდება Android 5.0 Lollipop ვერსიით, თუმცა, შესაძლოა 5.1-ც იყოს ჩაყენებული.
Z3-ის მსგავსად, Z3+-იც წყალგაუმტარობა 30 წუთზეა გათვლილი, ხოლო სიღრმე 1-დან 1.5მ-მდე გაუმჯობესდა.

Wi-Fi: IEEE802.11a / b / g / n (2.4GHz / 5GHz) / ac compliant, MIMO support
ფერები: თეთრი, შავი, სპილენძისფერი „Aqua“ მწვანე.

გამოსვლის თარიღი: 2015 წლის ივნისი.
ფასი: 600 ევრო.
გამოჩენის პირველი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო.

Share.

About Author