Sony Xperia Z2-ის განხილვა

3

კომპანია სონიმ 2014 წლის 24 თებერვალს დაანონსა ახალი ფლაგმანი “Xperia Z2” , რომელიც ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას  დიზაინსა და  მონაცემების მხრივ.
მისი კორპუსის უკანა და წინა მხარე წარმოდგენილია დარტყმა გამძლე შუშით , გვერდები წარმოდგენილია ალუმინის კანტებით, წინა და უკანა შუშა ნაკაწრებისგან დაცულია “Dragontrail”-ის დამცავი შუშით, ეკრანი მაქსიმალურად მიახლოებულია კიდეებთან(რა დონემდეც პრემიუმ სმარტფონზე იყო შესაძლებელი), კორპუსი დაცულია მტვრისგან და წყლისგან “IP57/58” სერთიფიკატით.
სმარტფონის ეკრანის ზომაა 5.2 ინჩი 1080x1920P რეზოლუციით, ეკრანის ტიპი “Live Colour LED IPS LCD Triluminos”, რომელსაც ამუშავებს “X-reality” პროცესორი, ეკრანის  გადმოსცემს მკვეთრ ლურჯ, წითელ, თეთრ და შავ ფერებს, ეკრანზე გამოსახულება მკვეთრი და სასიამოვნოა.

სმარტფონში მოთავსებულია კომპანია ქუალქომის მაღალი წარმადობის “Snapdragon 801”-ის ჩიფსეთი, ცენტრალურ პროცესორს ამუშავებსი Krait 400-ის 4 ბირთვი 2.3 გიგაჰერც სიხშირით, გრაფიკული პროცესორი “Adreno 330”, ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტი(LPDDR3).

სმარტფონში მოთავსებულია 20.7 მეგაპიქსელიანი კამერა, “BIONZ” კამერის პროცესორით,” Exmor-RS IMX220″ კამერის სენსორით და “G” F2.0 დიაფრაგმით 27 მილიმეტრიანი ლინზები, კამერის სენსორის ზომაა 1/2.3, წინა ფლაგმანთან შედარებით კამერა 30 პროცენტით გაუმჯობესებულია და უფრო კარგ შედეგს იძლევა, კამერას შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო 30 კადრით წამში, 1080P ვიდეო 60/30 კადრით წამში და 720P ვიდეო 120 კადრით წამში ( ვიდეო და ფოტოები აგრეთვე შეგიძლიათ გადაიღოთ წყალ ქვეშ) კამერის ქვემოთ მოთავსებულია ერთი ლედ განათება, Bionz პროცესორის დახმარებით ვიდეო გადაღებაზე დამატებულია ფუნქციები: მოძრაობის დეტექტორი, ხმაურის შემცირება, სწრაფი ფოკუსი და პიქსელების სუპერ გარჩევადობა, კამერის აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეგეძლებათ გაუშვათ პირდაპირი ეთერი სოციალურ ქსელზე და მიიღოთ კომენტარები ლაივში, გადაიღოთ ფოტოები სხვდასხვა ანიმაციურ გამოსახულებებთან ერთად და მიიღოთ ინფორმაცია იმაზე რაც თქვენ გჭირდებათ და გაინტერესებთ.
სმარტფონის ქვედა და ზედა ბოლოებში მოთავსებული სტერეო სპიკერი, რაც მოგცემთ საშუალებას მოუსმინოთ მუსიკას სუფთა და მაღალ ხმაზე.

ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია ანდროიდის 5.0.2 ვერსია, რომელიც აუცილებლად მიიღებს შემდეგ განახლებებს.
შესანახი მეხსიერება 16 გიგაბაიტი, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით 128 გიგაბაიტით.
სმარტფონის 3200 მილიამპერიანი ბატარეა GsmArena-ს ტესტებით საუბრის რეჟიმში ძლებს 22 საათს და 13 წუთს, ინტერნეტში მუშაობის რეჟიმში 11 საათს და 32 წუთს, ვიდეოს ყურების რეჟიმში 12 საათსა და 16 წუთს.

სმარტფონი შეგიძლიათ გამოიყენოთ PS4-ის ეკრანად

ფოტო გადაღების ტესტები

 

ვიდეო გადაღების ტესტები

პრომო ვიდეო

Share.

About Author

  • Steve

    აი, სურათები ესაა <3

  • ირაკლი

    5.0.2 ვერსიაზე ვერ გადამყავს ჩემი ტელეფონი. ზუმერში მაქვს ნაყიდი და განახლების შემოწმებისას სულ იმას მიწერს ბოლო ვერსია გიყენიაო.
    ხომ ვერ მეტყვით რა მოვუხერხო?

    • Nodar Sixarulidze

      ამ კვირაში უნდა მოვიდეს განახლება წესით