Samsung Galaxy S 7-ის კონცეპტი

0

სულ ცოტა ხანი გავიდა რაც კომპანია სამსუნგმა აჩვენა თავისი ახალი ფლაგმანები Galaxy s6 და Galaxy s6 edge, ამ უკანასკნელს როგორც მოგესენებათ ეკრანზე დახრილი გვერდები აქვს, რომელიც დამატებითი ფუნქციონალის მატარებელია. ამ იდეამ როგორც ჩანს დიზაინერების ფანტაზიას ფრთები შეასხა და უკვე გამოჩნდა Galaxy S 7-ის კონცეპტი და დიდი იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ კონცეპტი, როგორც ჩანს დიზაინერებს არ დაეზარათ და ვიდეოც მოამზადეს.

საერთოდ გასაკვირია, რატომ არ აცილებს კომპანია სამსუნგი საკუთარ სმარტფონებს ამ წარწერას? თუ კი მე Galaxy-ს ვყიდულობ, ვიცი რომ ეს სამსუნგის სმარტფონია და ამის ყოველწუთას გახსენება საჭირო არ არის, მითუმეტეს ასე უხეშად, ვინაიდან ასეთ წვრილ ჩარჩოზე ამხელა და ამსისქე წარწერის დატანა, ნამდვილად არ გამოიყურება სასიამოვნოდ, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, უკანა მხარე საერთოდ სარეკლამო ბილბორდად არის ქცეული

საინტერესოა ამ იდეის ავტორი საკუთარ თავს დიზაინერს უწოდებს თუ მარკეტოლოგს?! უკანა მხარეს სმარტფონს საერთოდ არანაირი წარწერა არ აქვს, გარდა ასევე ბოლდით დაწერილი კომპანიის დასახელებისა. წარწერა ისეთი ზომისაა, რომ ყურადღებას ავტომატურად იპყრობს და იქიდან გამომდინარე, რომ სმარტფონი მინიმუმ 5 ინჩიანი ეკრანის იქნება ხელითაც ვერ დამალავ, ხოლო სმარტფონის ქეისში ჩადება ბევრს საერთოდ არ მოსწონს.

რაც შეეხება მოხრილ გვერდებს, შეიძლება ითქვას რომ ეს მეტად თავისებული ფუნქციონალის მატარებელი ოპციაა და ჯერ ნორმალურად თავად სამსუნგმა ვერ გადაწყვიტა რისთვის და როგორ გამოიყენოს იგი, თუ კი დააკვირდებით ახალ Galaxy s6 edge-ის ეკრანიც ძალიან მკვეთრად არ არის დახრილი, რისი ატანაც დისკომფორტის გარეშეა შესაძლებელი, Galaxy s7 -ის კონცეპტზე კი დახრის კუთხე ძალზედ მკვეთრია, რაც სმარტფონის გამოყენებისას გარკვეულ დისკომფორტს აუცილებლად გამოიწვევს, ვინაიდან თითები მასზე უნებლიეთ მოხვდება. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ამის შემდგენს სმარტფონი თავის ცხოვრებაში არ ეჭირა ხელში.

მიუხედავათ ამისა ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც ფრონტალური და უკანა მხარის ვიზუალური გაფორმებაა, რაც იმედია ხმოლოდ დიზაინერების ფატაზიად დარჩება.

კონცეპტის დიზაინი შეადგინა Mesut G. Designs-მა

ეს კი ვიდეო:https://youtu.be/ArZADH7f9xg
წყარო: review.ge

Share.

About Author