Samsung Galaxy S6 და S6 EDGE-ის განხილვა

0

სამსუნგმა მობილურების საერთაშორისო კონფერენციაზე ორი შესანიშნავი sმარტფონი წარმოგვიდგინა, ამ სტატიაში გთავაზობთ ამ სმარტფონების დეტალურ აღწერას.

Galaxy S6/Galaxy S6 EDGE-ის სრული ტექნიკური მახასიათებლები

Galaxy S6 EDGE-ი წარმოდგენილია 5.1 ინჩიანი Super AMOLED ეკრანით 1440 x 2560 რეზოლუციის გარჩევადობით, თითოეულ ინჩზე 577 პიქსელ სიმჭიდროვე, ეკრანს კორპუსის წინა მხარეს 72 პროცენტი უკავია, სმარტფონის სისქე 7 მილიმეტრს შეადგენს, სიგრძლე 142.1 მილიმეტრი, სიგანე 70.1 მილიმეტრი. სმარტფონის კანტები მეტალის მასალითაა წარმოდგენილი, ხოლო უკანა პანელი Gorilla Glass 4-ის შუშითაა დამზადებული, ამავე შუშის დაცვა აქვს სმარტფონს წინა პანელზეც.

Galaxy S6  წარმოდგენილია 5.1 ინჩიანი Super AMOLED ეკრანით 1440 x 2560 რეზოლუციის გარჩევადობით, თითოეულ ინჩზე 577 პიქსელ სიმჭიდროვე, ეკრანს კორპუსის წინა მხარეს 70.7 პროცენტი უკავია, სმარტფონის სისქე 6.8 მილიმეტრს შეადგენს, სიგრძლე 143.4 მილიმეტრი, სიგანე 70.5 მილიმეტრი. სმარტფონის კანტები მეტალის მასალითაა წარმოდგენილი, ხოლო უკანა პანელი Gorilla Glass 4-ის შუშითაა დამზადებული, ამავე შუშის დაცვა აქვს სმარტფონს წინა პანელზეც.

მთავარი და წინა კამერის ტექნიკური მახასიათებლები:

მთავარი კამერა წარმოდგენილია 16.59 მეგაპიქსელიანი  SONY EXMOR RS IMX240 სენსორი, სენსორის ზომა შეადგენს 1/2.6,  კამერა წარმოდგენილია 6 ლინზით F1.9 დიაფრაგმით, გადაღების ხარისხს უზრუნველყოფს Samsung C2N89U პროცესორი, თითოეული პიქსელის ზომა შეადგენს 1.2 მიკრონპიქსელს, სტაბილიზაციად წარმოდგენილია ოპტიკური სტაბილიზაცია და ორმაგი გიროსკოპი, LED განათება

წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი SAMSUNG S5K4E6 სენსორი,  F1.9 დიაფრაგმით,1440P ვიდეო გადაღებით და 120 გრადუსიანი ხედვის კუთხით.

ვიდეო გადაღების ტექნიკური მახასიათებლები:

ULTRAHD 2160p 4K ვიდეო გადაღება წამში 30 კადრით, 1080P ვიდეო გადაღება 60 კადრით წამში და 720p ვიდეო გადაღება 120 კადრით წამში. ოპტიკური სტაბილიზაცია და LED განათება

პროცესორი:

სმარტფონებში პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი ჩიფსეტი Exynos 7420, 64 ბიტიანი და 14 ნანომეტრიანი არქიტექტურით. ცენტრალური პროცესორის სიხშირეები განაწილებულია 4 მაღალი წარმადობის ბირთვზე 2.1 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის ბირთვზე 1.5 გიგაჰერც სიხშირით. გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-T760MP8  772 მეგაჰერც სიხშირით

ბატარეა:

Galaxy S6-ში წარმოდგენილია 2550 მილიამპერიანი ბატარეა და Galaxy S6 EDGE-ში 2600 მილიამპერიანი, რომელიც ერთი შეხედვით ამ ტიპის სმარტფონისთვის ძალიან სუსტად გამოიყურება, თუმცა GsmArena-ს ტესტებმა დამაიმედებელი შედეგები მოგვცა.

ტესტების მიხედვით Galaxy S6-მა საუბრის რეჟიმში იმუშავა 19 საათი და 48 წუთი, ინტერნეტში მუშაობის დროს იმუშავა 10 საათი და 56 წუთი, ვიდეოს ყურების რეჟიმში იმუშავა 12 საათი და 12 წუთი. ასევე ძალიან კარგი დრო აქვს დატენვის რეჟიმსაც, ის 1 საათსა და 21 წუთში იტენება სრულად.

ტესტების მიხედვით Galaxy S6 EDGE-იმ საუბრის რეჟიმში იმუშავა 19 საათი და 48 წუთი, ინტერნეტში მუშაობის დროს იმუშავა 10 საათი და 56 წუთი, ვიდეოს ყურების რეჟიმში იმუშავა 12 საათი. ასევე ძალიან კარგი დრო აქვს დატენვის რეჟიმსაც, ის 1 საათსა და 19 წუთში იტენება სრულად.

მეხსიერება

სმარტფონების ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს, LPDDR4 ტექნოლოგიით. სმარტფონის შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 32, 64 და 128 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, მეხსიერების გაზრდა შუძლებელია.

უარყოფითი მხარეები

სმარტფონი დაუცველია წყლისგან და მტვრისგან, არააქვს მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, არააქვს FM რადიო, ბატარეა არ არის ის რაც უნდა ჰქონდეს ფლაგმანურ სმარტფონს (თუმცა მაინც კარგი შედეგები მოგვცა)

პრომო ვიდეო

ვიდეო და ფოტო გადაღება პროფესიონალის მიერ

 

Share.

About Author