როგორ ავირჩიოთ სმარტფონი

1

დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების უდიდესი ნაწილი იყენებს სმარტფონს, მარტივად რომ ვთქვათ სმარტფონი არის ერთად აღებული: ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, ეს ყველაფერი კი პატარა, მცირე ზომის “150” გრამიან მოწყობილობაშია თავმოყრილი, რომელიც შეგიძლიათ მუდამ თან იქონიოთ.

დამეთანხმებით ეს ყველაფერი მიმზიდველად ჟღერს, ვის არ გაუჩნდება სურვილი ამის შეძენის? მაგრამ როდესაც გადაწყვეტთ და წახვალთ საყიდლად, თქვენს თვალ წინ უდიდესი არჩევანი გადაიშლება და მერწმუნეთ არჩევანის გაკეთება საკმაოდ ძნელი იქნება, სწორედ ამიტომ ამ პოსტში მე მოგცემთ რამოდენიმე რჩევას რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, თქვენთვის შესაფერისი სმარტფონის შერჩევაში.

მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ყველა მათგანს კი განსხვავებული ინტერესი აქვს, სწორედ ესაა ამდენი სმარტფონის არსებობის მიზეზი, ზოგიერთი მათგანი ფოკუსირებულია ძლიერ სისტემურ მონაცემებზე, ზოგიერთი ხარისხიან ფოტო და ვიდეო გადამღებზე, თქვენ წარმოიდგინეთ სმარტფონები მოდასაც კი ქმნიან.

ასევე არსებობს ბიუჯეტური სმარტფონები რომლებიც შედარებით უფრო დაბალფასიანია. ასევე მინდა ავღნიშნო მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონის მწარმოებელი კომპანიები ესენია: Samsung, HTC, Apple, LG თუ თქვენ გიყვართ თამაშები, ინოვაციური პროგრამები და მოწყობილობები, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ძლიერი მონაცემების მქონე სმარტფონი.

როგოიცაა დღეისათვის: Samsung Galaxy S4, HTC One Max, LG G Flex, LG G2, LG Nexus 5, ზემოთ ჩამოთვლილი სმარტფონებიდან ყველა საუკეთსესოა მაგრამ მათ შორის არჩევანის გაკეთება თქვენი გემოვნებით მოგიწევთ, მე გირჩევდით Samsung Galaxy S4-ს და HTC One Max-ს.

Nokia Lumia 1020

თუ თქვენ გიზიდავთ სურათების გადაღება, მაშინ Nokia Lumia 1020 თქვენთვისაა შექმნილი, მას აქვს არაჩვეულებრივი 41 MP იანი კამერა, რომელიც მოგცემთ საშუალებას გადაიღოთ ფოტოები, პროფესიონალურ დონეზე.

ახლა კი ჩამოგიწერთ ანდროიდის უპირატესობებს

  1. Rooting რომელიც ძალიან დიდი პრივილეგიაა
  2. აქვს ვიჯეტების უპირატესობა
  3. აქვს Flash Player
  4. ანდროიდს აქვს უპირატესობა მაპებში (Google Maps)
  5. ანდროიდს აქვს უფრო ფუნქციონალური ბლუთუზი

და ბოლოს, თუ თქვენ არ გსურთ სმარტფონში ბევრი ფულის გადახდა, შეგიძლიათ შეიძინოთ, სპეციალურად გომცემული ბიუჯეტური სმარტფონები, მართალია მათ არ აქვთ იგივე ხარისხი რაც ზემოთ ჩამოთვლილ სმარტფონებს მაგრამ მაინც ნორმალურია, თუ თქვენ გსურთ ბიუჯეტური სმარტფონის შეძენა მაშინ მე გირჩევთ: HTC One Mini, Motorola Moto G, FLY IQ4410.

Share.

About Author

  • Lubowski Lubowski

    sony>?