OnePlus One-ის განხილვა

0

“ფლაგმანების მკვლელი”, ასე უწოდებენ ამ შესანიშნავ სმარტფონს, რომელიც გასული წლის აპრილში დაანონსდა, თუმცა დღემდე საკმაოდ პოპულარულია. სმარტფონი მუშაობს მოდიფიცირებული ანდროიდის ორ ვერსიაზე, Cyanogen-ზე და Oxygen-ზე. ამ სტატიით მოგიყვებით რა ღირსებები გააჩნია აღნიშნულ სმარტფონს.

კორპუსი

კორპუსის სიგრძე 152.9 მილიმეტრია, სიგანე 75.9 მილიმეტრი და სისქე 8.9 მილიმეტრი. სმარტფონი წარმოდგენილია თეთრ და შავ ფერში. კორპუსის წინა მხარეს წარმოდგენილია ორი დინამიკი, სმარტფონს აგრეთვე აქვს სამი მიკროფონი.

ეკრანი

სმარტფონიში წარმოდგენილია კომპანია JDI-ს 5.5 ინჩიან FHD რეზოლუციის ეკრანით, ეკრანის ტიპია “LTPS IPS”( JDI არის SONY-ს,Hitchi-ს და Toshiba-ს ერთობლივი კომპანია). 5.5 ინჩიანი ეკრანი სმარტფონის წინა პანელზე 71.9 პროცენტს იკავებს, ეს არც თუ ისე კომპაქტურია. ეკრანი დაცულია “გორილას” მესამე თაობის შუშით.

პროცესორი

სმარტფონში წარმოდგენილია 4 ბირთვიანი, მაღალი წარმადობის “Qualcom Snapdragon 801″-ის ჩიფსეტი 2.5 გიგაჰერც სიხშირით. ჩიფსეტის ცენტრალური პროცესორი კომოპანია”ქოუალქომის” Krait ბირთვებითაა წარმოდგენილი და ასევე გრაფიკული პროცესორი “Adreno 330” 578 მეგაჰერც სიხშირით კომპანია ქუალქომის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესორი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე Cortex არქიტექტურის მქონე ბირთვები.

მეხსიერება

სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტია (LPDDR3) 1866 მეგაჰერც სიხშირით, შესანახი მეხსიერება 16 და 64 გიგაბაიტი (eMMC 5.0), მეხსიერების გაზრდა შეუძლებელია.

ბატარეა

სმარტფონის ბატარეა წარმოდგენილია 3000 მილიამპერი/საათში. GSMarena-ს ტესტების მიხედვით სმარტფონის ბატარეა საუბრის რეჟიმში 19 საათს და 56 წუთს ძლებს, ვიდეოს ყურების რეჟიმში 11 საათს და 23 წუთს, ინტერნეტში მუშაობის რეჟიმში 9 საათს და 46 წუთს.

კამერა

სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 13.12 მეგაპიქსელიანი Sony Exmor IMX 214 სენსორი, 1.12 მიკრონ პიქსელი, 1/3.06 სენსორის ზომით, 6 ლინზიანი F2.0 დიაფრაგმით, RAW ფოტო გადაღებით და ორმაგი LED განათებით. სმარტფონების ისტორიაში პირველი და ერთადერთია, რომელსაც აქვს 2160p(DCI) ვიდეო გადაღება 24 კადრით წამში ULTRAHD DCI 2160p (4096 x 2160) , 4K ვიდეოს იღებს 30 კადრით წამში, 1080p ვიდეოს იღებს 60 კადრით წამში და 720p ვიდეოს იღებს 120 კადრით წამში

წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი OMNIVISION OV5648 სენსორი, თითოეული მეგაპიქსელის ზომა 1.4 მიკრონ პიქსელი, 1/4 სენსორის ზომა,  F2.0 დიაფრაგმა.

ფოტო გადაღების ტესტები

ვიდეო გადაღების ტესტები

ULTRAHD DCI 2160p (4096 x 2160)

Timelapse

 

 

ფასები

სმარტფონის 16 გიგაბაიტიანი ვერსია სულ რაღაც 299 ამერიკული დოლარი ღირს და 64 გიგაბაიტიანი ვერსია 349 ამერიკული დოლარი.

ჩემი შეფასება 🙂

სმარტფონი ფასის გათვალისწინებით არის იდეალური, კარგი ხარისხის ხარვეზების გარეშე და ძალიან მაგარი კამერით.

ჩემი აზრით არ ღირს სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში გადაიხადოთ ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი! როცა არსებობს ეს შესანიშნავი სმარტფონი ასე იაფად 🙂

 https://www.facebook.com/OnePlusGeorgia

Share.

About Author