როგორი იქნება განახლებული NOKIA-ს ახალი სმარტფონი

0

გუშინ Behance-ზე უკვე გამოჩნდა კონცეპტუალური მოდელი, რომელიც გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით არის აგებული. Nokia-E1-concept-1კონცეპტის ავტორის აზრით, ნოკია გამოიყენებს Symbian ^3 დროინდელ წარმატებულ დიზაინს, რომელსაც მოარგებს საკუთარ ლაუნჩერს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ანდორიდის ტელეფონებში და რა თქმა უნდა აღწურავს მას თანამედროვე სმარტფონების მახასიათებლების შესაბამისად. სავარაუდოდ Nokia E1 მიიღებს 4.95 ინჩიან FullHD ეკრანს (IPS, Gorilla Glass 3), 64 ბიტიან პროცესორს Intel Atom Z3580-ს, რომელსაც ექნება 2,3 გიგაჰერცი სიხშირე. Nokia-E1-concept-2ვიდეოამაჩქარებელი PowerVR G6430, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ხოლო შიდა 32 გიგაბაიტი. 20 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერით. აუდიოჩიპი Wolfson WM8958E. რაც შეეხება ელემენტს ის 2700 მილიამპერსაათიანი იქნება. ოპერაციული სისტემა რა თქმა უნდა ანდროიდ ლოლიპოპი და პროგრამული გარსი როგორც ვთქვით Nokia Z Launcher.

Share.

About Author