MP3 Video Converter

0

აპლიკაცია MP3 Video Converter არის ვიდეოების აუდიო ფაილებში გარდაქნისთვის და საუკეთესოა მის საქმეში. საკმაოდ კარგად ართმევს თავს ნებისმიერი ვიდეოს აუდიო ფაილად კონვერტაციაში. ვრცელდება უფასო ლიცენზიით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ვიდეო გადაიყვანოთ (MP3, AAC) ფორმატში მათი შესაბამისი მონაცემების მიხედვით ( bitrate, meta data) აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აუცილებელია წინასწარ ნახოთ ვიდეოზე დართული აუდიო ფაილის ფორმატი და ასევე მისი აუდიო სტრიმის სიხშირეც, მაგალითად 128 kbps-იანი აუდიო ნაკადის 320 kbps-ში კონვერტაცია არაა უპრიანი, რადგან უაზროდ გაზრდით აუდიო ფაილის ზომას, და ხარისხი იქნება ჩვეულებრივ 128 kbps-ის რომელიც უაზროდ გაზრდილი ნაკადის ხარჯზე მეგაბაიტებშიც იმატებს.

1. მხარდაჭერა შემდეგი ვიდეო გაფართოებებისა: (3GP, FLV, MP4 და ა.შ.)
2. მხარდაჭერა აუდიო ფაილებისა (MP3, AAC)
3. მხარდაჭერა MP3 თეგების რედაქტირებისა (title, album, artist)
4. მხოლოდ ARMv7 და უფრო მაღალი პროცესორებისთვის.
5. იყენებს ffmpeg და mp3lame კოდეკების ბიბლიოთეკას.

hgjhgლინკი Google Play-ზე

Share.

About Author