GOOGLE მობილური ოპერატორი ხდება

0

ProjectFi
კომპანია Google სხვადასხვა მიმართულებით უამრავ პროექტებს ახორციელებს დაწყებული მობილური აპლიკაციების შექმნით დამთავრებული მომავალი თაობის რობოტების გამოგონებით, რომელსაც თავის საიდუმლო ლაბორატორიაში ახორციელებს სახელად Google X. ამჯერად კომპანიაში გადაწყვიტეს მობილური ოპერატორის ფუნქციაც შეეძინათ.
fiProject Fi არის კომპანიის სპეციალური პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ Nexus 6-ზე იმუშავებს სპეციფიკური სიმ ბარათის მეშვეობით. თუმცა კომპანია იუწყება, რომ ტესტირების რეჟიმის დასრულების შემდეგ ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ბევრად უფრო მეტი მობილური მოწყობილობისთვის. კომპანიაში Project Fi-ს „ქსელების ქსელს“ უწოდებენ.
fi netსერვისის სარგებლობა თვეში 20$ ჯდება, ასეთი პაკეტი მოიცავს ხმოვან კავშირს, სმს შეტყობინებებს და Wi-Fi Tethering-ს. ხმოვანი კავშირი ხორციელდება, როგორც Wi-Fi ისე LTE-ს მეშვეობით. თუმცა სერვისის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ აქ არ არსებობს როუმინგის ცნება. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, Google ერთნაირ თანხას ჩამოგაჭრით ნებისმიერ ოპერატორთან საუბრისას. სიაში 120 ქვეყანაა რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთისა და უკრაინის ჩათვლით.
გიგაბაიტი ტრაფიკი თვეში დაგიჯდებათ 10$, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ ტრაფიკი. თუმცა თუ თქვენ ვერ გახარჯავთ თქვენს მიერ შეძენილი მეგაბაიტებს სრულად, კომპანია გიბრუნებთ სხვაობის ნაშთს ანგარიშზე. შესაბამისად აბონენტი ფულს იხდის მხოლოდ გახარჯულ მეგაბაიტებში. აღსანიშნავია, რომ ზარების მიღება შესაძლებელია ყველა მოწყობილობაზე რომელშიც შესული ხართ Google-ის ექაუნთით, იქნება ეს სმარტფონი, პლანშეტი თუ ქრომბუქი.
project-fi-price-730×345თუმცა, სერვისს გააჩნია ორი ძირითადი ნაკლი. პირველი, სიმ ბარათები იყიდება მხოლოდ აშშ-ში, რაც შეეხება მეორე ნაკლს ეს გახლავთ ინტერნეტის სიჩქარე აშშ-ს ფარგლებს გარეთ, რომელიც 256 კლბტ/წმ-ს შეადგენს. თუმცა ყველას იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნაკლები გამოსწორდება.

Share.

About Author