GOOGLE-ის ახალი ოპერაციული სისტემა ANDROID M

0

Google-მ როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარ კონფერენციაზე I/O 2015-ზე Android-ის ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია წარმოადგინა სახელად Android M. რა იმალება M-ის უკან ზუსტად არ ვიცით მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს შეიძლება იყოს Milky Way ან Milkshake.
01 ახალი ოპ.სისტემა უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის, ფინალური ვერსიის გამოსვლა კი იგეგმება მოგვიანებით ამ წელს. პრეზენტაციის დროს გამოიყო 6 ძირითადი სიახლე რაც ახალ ოპ.სისტემას აქვს.
android-m-00ერთერთი ყველაზე მთავარი ის არის, რომ თუ ადრე ნებართვები, რომლებსაც აპლიკაციები ითხოვენ მუშაობის დროს(მაგ, კამერის გამოყენება, ან მიკროფონის, ანა სმს-ებში შეღწევა და ა.შ.) მათი ინსტალაციის დროს მოითხოვებოდა, ახლა სხვადასხვა ქმედებებზე ნებართვები უშუალოდ აპლიკაციის გაშვების დროს მოხდება.
02შემდეგი საინტერესო სიახლე გახლავთ Chrome Custom Tabs, ამ სიახლის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ამიერიდან დეველოპერებს შეეძლებათ Chrome ბრაუზერის ინტეგრირება უშუალოდ საკუთარ აპლიკაციებში, რის შემდეგაც ბმულებზე გადასვლისას მომხმარებელს აღარ მოუწევს ბრაუზერსა და აპლიკაცის შორის გადასვლა, ანუ ბმულები გაიხსნება აპლიკაციაშივე.
03გარდა ამისა, ახალმა ოპ.ისტემამ როგორც იქნა ისწავლა თუ რა ხერხით გახსნას ესა თუ ის ბმული. მაგალითად ლინკი Facebook-ზე ბრაუზერში კი აღარ გაიხსნება არამედ უშუალოდ ფეისბუქის აპლიკაციაში, თუ რა თქმა უნდა დაინსტალირებული გაქვთ იგი. ასევე Android M-ის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი ხდება გადახდების სისტემა Android Pay, ისევე როგორც Apple Pay ის გამოიყენებს NFC ტექნოლოგიას.
05შემდეგი სიახლე ის გახლავთ, რომ ახალ სისტემაში შესაძლებელი ხდება თითის ანაბეჭდების სკანერების პლატფორმის გამოყენება. მიუხედავად იმისა რომ თითის ანაბეჭდის სკანერები აქამდეს გამოიყენებოდა ანდროიდ სმარტფონებში, ამიერიდან ისინი თავიდანვე ოპერაციული სისტემით იქნება ხელმისაწვდომი. პირველ რიგში ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ბიომეტრიული აუტენთიფიკაცია არის Android Pay-ში შესვლის ერთერთი მეთოდი.
06 და კიდევ ერთი მთავარი სიახლე. Android M ოპერაციული სისტემა უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და შესაბამისად დაზოგავს მოწყობილობის აკუმულატორს. ახალ ფუნქციას ჰქვია Doze და ის გულისხმობს ფონურ რეჟიმში მომუშავე არაკრიტიკული აპლიკაციების ავტომატურ გათიშვას, როდესაც სმარტფონი ან პლანშეტი დიდი ხნის განმავლობაში არ გმოიყენება.
Android_M_Doze_Wideამის ხარჯზე აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა გაორმაგდება, როგორც აცხადებენ შემქმნელები. ასევე ხელმისაწვდომი გახდება USB-C ინტერფეისი, რომელიც მონაცემთა უფრო სწრაფ გაცვლას და აკუმულატორის უფრო სწრაფ დატენვას უზრუნველყოფს.
google-android-m-usb-c

Share.

About Author