GAME HACK

0

შეიძლება ცოტა ხმამაღალი სათაურია, მაგრამ ამ პოსტში შევეცდები მოგაწოდოთ რამოდენიმე აპლიკაცია რომლის მეშვეობითაც გაგიმარტივდებათ თამაში, ანუ როგორ უნდა მოვატყუოთ გუგლი და არამარტო

პირველ რიგში წარმოგიდგენთ აპლიკაცია Freedom 
http://4pda.ru/forum/index.php?showtopic=411446
http://pdalife.ru/freedom-android-a2798.html


ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ იყიდოთ თამაშში სხვადასხვა დახმარებები, ან თუკი თამაშის დემო ვერსიიდან , სრულ ვერსიამდე გადასასვლელად საჭიროა თანხის გადახდა, გადაიხადოთ ვირტუალური თანხა.
აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია, ვხსნით აპლიკაციას, შევდივართ აპლიკაციიდან პროგრამების სიაში, ვირჩევთ სასურველ აპლიკაციას და ვიხდით ვითომდ და თანხას, გადახდის დროს დააკვირდით, არ უნდა ეწეროს თქვენი VISA ბარათის ნომერი, წარწერა უნდა იყოს FreeCard – xxxx და შემდეგ ვაკლიკავთ თანხმობას. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ თამაშებზე, არამედ აპლიკაციებზედაც, რომელთა გასააქტიურებლად საჭიროა Donate ანუ თანხის გადახდა.
გაითვალისწინეთ, აპლიკაციას ჭირდება რუთი

შემდეგი პროგრამა – GLTools
http://4pda.ru/forum/index.php?showtopic=537477
http://pdalife.ru/gltools-android-a11866.html

ალბათ ყვლეა შევხვედრილვათ პრობლემას რომ ჩვენთვის სასურველი თამაში მხოლოდ მუშაობს გარკვეული ტიპის ვიდეო დაფაზე, ძირითადად Nvidia გვამწარებს ხოლმე და არ გვაქვს შესაბამისი ჰარდის მქონე მოწყობილობა, ამ აპლიკაციას შეუძლია მოატყუოს თამაში და ჩვენ შეგვეძლება ვითამაშოთ Tegra სთვის ოპტიმიზირებული თამაშები სხვა მოწყობილობაზე. ზოგჯერ ისიც ხდება რომ, თამაში არ გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ მაღალი გრაფიკა, ფირობს რომ ჩვენი მოწყობილობა ვერ გაუძლებს, თუმცა ეს ასე არაა, არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე ვარიანტი, შეიძლება გადმოვწეროთ Moded apk თამაში, სადაც შეყვანილი ინქნება მოდიფიკაცია და თამასი ავტომატურად გაუშვებს მაღალ გრაფიკას, ან გამოვიყენოთ ზემოთ ხსენებული აპლიკაცია და დავტკბეთ კარგი გრაფიკით
გაითვალისწინეთ, აპლიკაციას ჭირდება რუთი

და ბოლოს, შედარებით რთული პროგრამა – Lucky Patcher
http://4pda.ru/forum/index.php?showtopic=298302

ეს აპლიკაცია უფრო ფართო მასშტაბებისთვისაა, ვიდრე უბრალოდ პროგრამის გაკრეკვა, თუმცა ყოველთვის უტყუარი არაა, ამ პროგრამას შეუძლია გუგლის ლიცენზიის გამორთვა, ანუ თუკ პროგრამა გიწერთ რომ ლიცენზირებული არაა, Gplay ს გაკრეკვის (თუ შეიძლება ასე ითქვას) შემდეგ პრობლემას აღარ შეგიქმნით, მისი შესაძლებლობები საკმაოდ დიდია, თუკი გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის გამოყენებას, აუცილებლად გაეცანით ფორუმზე არსებულ ინსტრუქციებს
გაითვალისწინეთ, აპლიკაციას ჭირდება რუთი

არცერთი ზემოთ არსებული აპლიკაცია არ მუშაობს ონლაინ თამაშებზე.

Share.

About Author