GALAXY S6 VS IPHONE 6

0

Iphone 6 და Galaxy S6 უდავოდ საუკეთესო სმარტფონებია დღესდღეობით მსოფლიოში . ორივე ტელეფონი ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, როგორც დიზაინით, ფუნქციებით და ფასითაც. მაგრამ მათ შორის არის განსხვავება და ჩვენ ახლა ამაზე ვისაუბრებთ. თუ აპირებთ IPhone-დან Samsung-ზე გადასვლას ან პირიქით, გეტყვით რა აქვთ საერთო და რა აქვთ განსხვავებული.
iphone6-samsung-galaxy-s6-660×330

რა აქვს Galaxy S6-ს ისეთი რაც არ აქვს Iphone-ს?
უსადენო და სწრაფი დატენვა
როგორც ბევრ სხვა ანდროიდზე მომუშავე სმარტფონს Galaxy S6-საც აქვს ელემენტის უსადენოდ დატენვის მხარდაჭერა. ამისთვის დაგჭირდებათ ცალკე უკაბელო დატენვის მოწყობილობის შეძენა, რომელიც სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში იყიდება. თქვენ უბრალოდ დებთ ტელეფონს უკაბელო დატენვის პადზე და ის იწყებს დატენვას. ასევე Galaxy S6 გვპირდება სწრაფ დატენვას, ანუ თქვენ არ დაგჭირდებათ საათობით ლოდინი იმისთვის რომ ტელეფონმა მთელი დღის განმავლობაში გაგიძლოთ.
wireless charge

ჩაშენებული გულისცემის საზომი სენსორი
ტელეფონის LED განათებას შეუძლია თქვენი გულისცემის მონიტორინგი, როგორც მშვიდ სიტუაციაში ასევე ვარჯიშის დროს. როგორც ტესტებმა აპარატი გულისცემას მთლად კორექტულად არ აფიქსირებს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ასეთი ფუნქციის ქონა ტელეფონში. iPhone 6-საც შეუძლია გულის ცემის გაზომვა მაგრამ ამისთვის დამატებით აპლიკაცია დაგჭირდებათ.
monitor

უფრო დიდი, და მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანი
ეკრანი S6-ის მთავარი უპირატესობაა, მას უფრო დიდი ეკრანი აქვს, რომელიც ძალიან მკვეთრი და მიმზიდველია. სამსუნგის ეკრანის ზომა 5.1 დუიმია 2560X1440 პიქსელით(577 PPI), ხოლო IPhone 6-ის 4.7 დუიმიანი 1344*750 პიქსელით (326 PPI).
scr

სპეციალური VR აქსესუარები
გაინტერესებთ მომავალი ტექნოლოგიები, სამსუნგ-ის Gear VR მოწყობილობა შეგიძლიათ დაუკავშიროთ Galaxy S6-ს და მიიღებთ შთამბეჭდავ ვიდეო გამოსახულებას და წარმოუდგენელ ეფექტს თამაშების დროს.
vr

რა აქვს IPHONE 6-ს რაც არ აქვს GALAXY S6-ს?

გაზიარების ადვილი შესაძლებლობა Apple-ის მოწყობილობებს შორის
თუ თქვენ გაქვთ iphone, ipad და macbook თქვენ ადვილად შეძლებთ სურათების, ვიდეოების და ბმულების გაზიარებას ერთმანეთში.
simple sharing

უფრო მეტი ახალი აპლიკაციები
საკამათო არც ისაა, რომ დეველოპერები აპლიკაციებს პირველ რიგში IOS-ისთვის წერენ, რადგან IOS-ზე მომუშავე სულ რამოდენიმე მოწყობილობაა, ხოლო ანდროიდზე ძალიან ბევრი და სხვადასხვა ვერსიის სისტემით. ასევე, AppStore-ში უფრო ნაკლები სპამი აპლიკაციებია ვიდრე Google Play-ში.
app_store_fb_poke

ქეისებისა და აქსესუარების დიდი რაოდენობა
თუ თქვენ გჭირდებათ დამცავი ჩასადებები თქვენი ტელეფონისთვის, ან სხვადასხვა ყურსასმენები ამ შემთხვევაშიც Iphone-ისთვის არჩევანი ძალიან დიდია.
case

ის რაც ორივე ტელეფონს აქვს

თითის ანაბეჭდის სკანერი
ორივე აპარატს გააჩნია თითისანაბეჭდის სკანერი HOME ღილაკზე, რომლის მეშვეობითაც შეგიძიათ ტელეფონის განბლოკვა და ტრანზაქციების განხორციელებისას ავტორიზება.
fingerprint

გადახდების წარმოება მობილურით
ორივე ტელეფონს აქვს NFC-ზე დაფუძნებული გადახდების სისტემა.
payment

ჩაშენებული ელემენტი და ფიქსირებული მეხსიერება
Iphone 6 გამოდის 16, 64 და 128 გიგაბაიტიან ვერსიებში, ხოლო Galaxy S6 32, 64 და 128 გიგაბაიტიან ვერსიებში. სამწუხაროდ არც ერთ მათგანს არ აქვს დამატებით მეხსიერების გამოყენების საშუალება.

ნაბიჯების თრექერი
ორივე აპარატს გააჩნია სენსორი, რომელიც აფიქსირებს თქვენს გადაადგილებას და გითვლით თუ რამდენი ნაბიჯი გადადგით დღის განმავლობაში.

შეჯამება
შედარებებით შეიძლება ვთქვათ, რომ Galaxy S6 ჯობია Iphone 6-ს თუმცა გავითვალისწინოთ, რომ სამსუნგი სულ ახლახან გამოვიდა ბაზარზე და შეიძლება მუშაობის პროცესში ხარვეზები გამოიკვეთოს, მაშინ როცა Iphone 6 უკვე 6 თვეა ბაზარზე წარმატებით იყიდება. საბოლოო ჯამში ყველაფერი გემოვნების საკითხია და ადამიანები ყიდულობენ არა მარტო მაღალი მონაცემების, არამედ სისტემასთან შეჩვევის გამო

Share.

About Author