რა არის ქრომქასთი (Chromecast)?

0

შეიძლება ბევრ თქვენგანს საერთოდ არაფერი სმენია გუგლ ქრომქასთის (Google Chromecast) შესახებ, მაგრამ ამ სტატიის მეშვეობით საკმაოდ ბევრ და საინტერესო თვისებებს აღმოაჩენთ ქრომქასთისას.

დასახელებიდან აშკარად ჩანს, რომ ქრომქასთი გუგლის პროდუქტია, რომელმაც საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა და უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად ავხსნით რა არის ქრომქასთი და რა შესაძლებლობები გააჩნია მას და ამის შემდეგ თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ გადაწყვიტოთ, რამდენად საჭირო ან უსარგებლო ნივთია ის თქვენთვის.

რა არის ქრომქასთი (Chromecast)?
ქრომქასთი არის მოწყობილობა, რომელიც უნდა შეუერთოთ ტელევიზორის HDMI პორტს, USB კაბელის მეშვეობით, დაუკავშირდეთ მას Wi-Fi-ს მეშვეობით და ისიამოვნოთ. ქრომქასთის მეშვეობით შეგიძლიათ ტელევიზორში გაუშვათ თქვენი სასურველი ვიდეო, ფილმი ან სხვა ნებისმიერი რამ რაც მოგეპოვებათ თქვენს კომპიუტერში, ლეპტოპსა თუ მობილურში. ქრომქასთის მთავარი მამუშავებელი ძალაა ვებ-ბრაუზერი გუგლ ქრომი (Google Chrome). სწორედ გუგლ ქრომის და ქრომქასთის საშუალებით ხდება თქვენი ფაილების ტელევიზორის ეკრანზე გამოტანა.

რა დამჭირდება ქრომქასთისათვის?
დაგჭირდებათ ტელევიზორი რომელსაც აქვს HDMI პორტი (HDMI პორტი ყველა ე.წ შედარებით ახალ ტელევიზორს აქვს), სტაბილური კავშირი Wi-Fi-სთან და კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი ან მობილური ტელეფონი, რომელიც აღჭურვილი იქნება გუგლ ქრომით (ბრაუზერი). სმარტფონისა და ტაბლეტის შემთხვევაში ქრომქასთის საკონტროლებლად დაგჭირდებათ ანდროიდზე ან აიოესზე (iOS), მომუშავე ტელეფონები, ხოლო კომპიუტერის შემთხვევაში შესაძლებელია ვინდოუსიზე და მაკ ოსზე (Mac OS) მომუშავე მოწყობილობები.

რა ფუნქციას ასრულებს ქრომქასთი?
ქრომქასთი ასრულებს ერთგვარი გადამცემის ფუნქციას ტელევიზორსა და სასურველ მოწყობილობას შორის (სმარტფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი). ქრომქასთი ასრულებს დაახლოებით იგივე როლს რასაც ტელევიზორისათვის ანტენა ან დეკოდერი.

რაში მჭირდება ქრომქასთი?
თუ თქვენ გაქვთ საყვარელი ვიდეოები, ფილმები, სერიალები და ა.შ, რომლებზეც წვდომა გაქვთ მხოლოდ კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან, რომელთაც არც ისე დიდი ეკრანი აქვთ და გსურთ სასურველი ვიდეოს დიდ ეკრანზე გაშვება ისე რომ ხარისხი არ გაფუჭდეს, მაშინ ქრომქასთი ზედგამოჭრილია თქვენთვის, ასევე ქრომქასთისა და გუგლ+ ჰენგაუთის (Google+ Hangouts) მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ვიდეო კონფერენცია ან ესაუბროთ ვიდეოთვალის მეშვეობით სასურველ პიროვნებას რომელსაც დაინახავთ ტელევიზორში და არა პატარა ეკრანზე. ასევე ამერიკაში შეინიშნება ტენდენცია პროექტორის ნაცვლად ქრომქასთის გამოყენებისა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუდიტორია არც ისე დიდია და თქვენთვის სასურველი სლაიდების ვიზუალურად გადმოსაცემად ტელევიზორის ეკრანიც საკმარისია.

როგორ ვამუშავო ქრომქასთი?
ქრომქასთის ინსტალაცია ძალიან მარტივია, შეუერთეთ იგი ტელევიზორს სამართავი მოწყობილობაზე გაიარეთ რამოდენიმე მარტივი ნაბიჯი და როგორც კი ქრომქასთი და სამართავი მოწყობილობა დაუკავშირდება ერთსა და იმავე Wi-Fi-ს, ისინი აღიქვამენ ერთმანეთს და შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

რა ღირს ქრომქასთი?
ქრომქასთი როგორც ასეთი საქართველოში არ არის ფართოდ გავრცელებული, შესაბამისად ესე მასიურად გაყიდვაში ის არ შემხვედრია. რაც შეეხება მის ოფიციალურ ფას არის 35 აშშ დოლარი – ქრომქასთის (Chromecast) ოფიციალური საიტი.

Share.

About Author