Apple Watch – ახალი პროდუქტი რომლის წარმატებაც საეჭვოა

0

როცა პირველად პრეზენტაციაზე Apple Watch-ის შესახებ კომპანიიის წარმომადგენბლებმა თქვეს, რომ მისი დამუხტვა ყოველ საღამოს იქნება საჭირო, არავის არ მიუქცევია ამ ნიუანსისთვის ყურადღება. ყველანი ახალი პროდუქტის წარდგენის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით და ყურადღება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორისთვის არ მიგვიქცევია. დროთა განმავლობაში ამ მოწყობილობეის შესახებ გაცილებით მეტი ხდება ცნობილი და ჩვენ შევიტყვეთ, რომ კომპანია მოწყობილობაში გამოიყენებს ხარისხიან ეკრანს მაღალი გარჩევადობით და 60 კადრი წამში განახლების სისწრაფით, ასევე მწარმოებლურ პროცესორს Apple S1, რომელიც A5 ჩიპის ანალოგიურია და მიმდინარე iPod Touch-ზე მუშაობს. რაც შეეხება პროგრამულ უზზრუნველყოფას, ის iOS-ის მოდიფიცირებულ ვერსიაზე იმუშავებს კოდური დასახელებით SkiHill.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მოწყობილობას აქვს მძლავრი პროცესორი და თითქმის სრულყოფილი საოპერაციო სისტემა, ავტონომიური მოხმარების დროის სერიოზულ გაზრდაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი საათი 2,5 საათი იმუშავებს მძიმე აპლიკაციების გაშვებისას. უფრო მეტი 3.5 საათი გაცილებით მარტივი აპლიკაციებისთვის და ფიტნეს აპლიკაციის აქტიური მუშაობისას ის 4 საათში იქნება დასამუხტი. თუ მომხმარებელი გამოიყენებს მოწყობილობას შერეულ რეჟიმში, ანუ აქტიური აპლიკაციების გამოყენებას ძლიან მცირე დრომდე ჩამოიყვანს მაშინ ის 19 საათი იმუშავებს. ამის გარდა ხნობილი გახდა, რომ კომპანია Apple თვლის, რომ იდეალურ ხარგრძლოვობად კომპანიაში 3 დღიან რეჟიმს თვლიან მოლოდინის რეჟიმში და 4 დღს ძილის რეჟიმში. ამის გარდა კიდევ ცნობილი გახდა, რომ ინჟინრებმა ხოლოდ 2 და 3 დღეს მიაღწიეს შესაბამისად.
თუ მოწყობილობას გამოვიყენებთ როგორც საათს, რომელზეც მუდმივად ჩანს ციფერბლატი ისრების ანიმაციით ის დაახლოებით 3 საათში განიმუხტება. ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი მომხმარებელი ვინც ამ რეჟიმში მოიხმარს მას. შესაძლოა ერთი შეხედვით შერეულ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა საკმარისადაც მოგეჩვენოთ, რადგანაც უმთავრეს ოეპრაციებს მომხამრებელი მინც სმარტფონზე ასრულებას. ამავდროულად დეველოეპრებმა უკვე დაიწყეს მისთვის აპლიკაციების მზადება, მაგრამ მათით სრულყოფილად სარგებლობა შეუძლებელი იქნება. თუ საათისთვის ნამდვილად საინტერსო თამაში გამოვა, ყოველთვის მის გაშვებამდე მოგვიწევთ შეეგუოთ იმ აზრს, რომ საათი საღამომდე ვერ გაგიძლებთ. დაზარალდებიან ასევე აქტიური მომხმარებლები, რომლებსაც სოლიალური ქსელებიდან და სხვა და სხვა სერვისებიდან ძალიან ხშირად მოსდით განახლებები.
Apple Watch დაუსრულებელი პროდუქტია და დასანანი იქნება თუ ის ბაზარზე იმ მახასიათებლებით გამოვა, რაზეც ზევით გვქონდა საუბარი. კომპანია, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია არ უნდა დგებოდეს მსგავსი პრობლემების წინაშე, როცა დაანონსებული პროდუქტი დათქმული დროისთვის მოუმზადებელი აქვს ან საერთოდ უპერსპექტივო. ძალიან ბევრმა მოხმარებელმა შესაძლოა უარი თქვას გაჯეტის პირველ მოდელზე და დაელოდოს მის მეორე იტერაციას სადაც ყველაფერი გამოსწორებული ან გაუმჯობესებული მაინც იქნება. ამვდროულად Android Wear მოწყობილობები და Microsoft-ის ფიტენს ტექნოლოგიები, არაფერ რო არ ვთქვათ მომავალ Windows 10-ზე, რომელიც ყველა Windows-ზე პოპულარული გახდება ალბათ Apple-ის ლიდერობა სატარებელ გაჯეტებში ისევე, როგორც სმარტფონებში უკვე დიდი ხნის წინ ეჭვ ქვეშ დადგება.

Share.

About Author