რა არის ანდროიდი?

0

რა არის ანდროიდი? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ყველა ჯგუფის წევრმა იცის და ბევრმა ჩემზე უკეთაც. მაგრამ არსებობენ ხალხი რომელსაც ანდროიდი ტელეფონი გონიათ და იძახიან სამსუნგ გალაქსი ჯობიაო. ვფიქრობ ურიგო არ იქნება ამ პოსტის დაწერა მითუმეტეს ანდროიდის საიტზე.

Android არის ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა (ასე ვთქვათ პროგრამა) რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და პლანშეტურ კომპიუტერებში. დღეისათვის ანდროიდი არის ყველაზე პოპულარული ოპერეციული სისტემა და შესაძლებლობებით ბევრად აღემატება სხვა მანამდე არსებულ ოპერეციულ სისტემებს symbian და  windows mobile . ანდროიდი არის დეველოპერების რჩეული ოპერაციული სისტემა, დღეისათვის არსებობს  მილიონზე მეტი ანდროიდის აპლიკაცია.

მოკლე ისტორია

კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი, რიჩ მინერი და ნიკ სირსი.  რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“  ის შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა. ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.  დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია:SONY, HTC, SAMSUNG, HUAWEI, LENOVO და სხვები.

შესაძლებლობები

ანდროიდის შესაძლებლობები უსაზღვროა ის არ გზღუდავთ. თქვენ შეგიზლიათ შეცვალოთ ოპერაციული სისტემა დააყენოთ უახლესი ანდროიდ ვერსია ან სხვა მაგალითად ვინდოუსი, უბუნტუ, კალი, და სხვა.

თანამედროვე სმარტფონები შესაძლებლობებით უკვე გაუტოლდნენ და გაასწრეს კიდეც კომპიუტერს განსხვავება მხოლოდ ზომაშია, კომპიუტერის მსგავსად მათაც აქვთ პროცესორი და RAM. ამას გარდა ისინი აღჭურვილია უამრავი სენსორით: თითის ანაბეჭდის სკანერი, კომპასი, ჯიპიესი, ბარომეტრი, თერმომეტრი და მრავალი სხვა….

ეს იყო ჩემი პირველი პოსტი, მადლობთ ყურადღებისთვის…..

პ.ს ეს სტატია სხვა სეგმენტზეა გათვლილი ამიტომ ნუ გამკიცხავთ, ბევრმა არ იცის რა არის ანდროიდი და ჩემი პატარა სტატიის დახმარებით ცოტას მაინც გაიგებენ…

Share.

About Author

Tedo Meskhi