Android M: 33 მნიშვნელოვანი სიახლე

0

წინასწარი მოლოდინი გამართლდა და 28 მაისს კომპანია Google-მა ახალი Android ვერსია წარმოგვიდგინა კოდური სახელწოდებით “M”, თუმცა არ დაუნონსებია ახალი ნექსუს მოწყობილობა, ამ სტატიაში გაგაცნობთ თუ რა სიახლეებია ახალ ოპერაციულ სისტემაში.

1. გამარტივდა სიტყვის შერჩევა მცურავ პანელზე, თქვენ შეგიძლიათ ტექსტიდან მოჭრათ სიტყვა, დააკოპიროთ ან ჩასვათ. ღილაკები გახდა უფრო ნათელი და მოკლე.
2. თითის ანაბეჭდის სენსორის მხარდაჭერა: გუგლმა ამისათვის შექმნა სპეციალური API, რაც დაეხმარება მწარმოებლებს აღნიშნული ტექნოლოგიით აღჭურვოს სმარტფონები და ამასთანავე შეითავსოს გუგლის ახალი გადახდის სისტემის ფუნქცია Android Pay, რომელიც NFC ტექნოლოგიაზეა დაბუძნებული.
3. პირდაპირი გაზიარება: აქ თქვენ გაქვთ გასაზიარებელი აპლიკაციაბის უზარმაზარი სია
4. Doze რეჟიმი: აღნიშნული რეჟიმი საშუალებას მოგცემთ დახარჯოთ ნაკლები ენერგია ღამის რეჟიმში, როცა თქვენ ძილის რეჟიმში იმყოფებით, აღნიშნული რეჟიმის ჩართვის შემდგომ მხოლოდ პრიორიტეტული შეტყობინებები მოგივათ, ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება ლოდინის რეჟიმის დრო.
5. გამარტივებული მოცულობის რეჟიმი: ეს საშუალებას მოგცემთ მარტივად არეგულიროთ ხმის რეჟიმები ანდროიდ მოწყობილობებზე.
6. Google Now ‘On Tap’: აღნიშნული ფუნქცია საშუალებას მოგცემთ გუგლს მოაძებნინოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მაშინაც კი, როცა მუსიკის მოსმენის რეჟიმში იმყოფებით, ამისათვის საჭიროა დაუძახოთ თქვენს სმარტფონს “OK Google” 🙂 .
7. ავტომატური მონაცემების შენახვა, თუმცა რამდენად კარგია ავტომატურად მონაცემების შენახვა ვერ ვიტყვი, ალბათ იქნება გათიშვის ფუნქციაც (რა თქმა უნდა ).
8. HBO უკვე ანდროიდ მოწყობილობებზე
9. USB C, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მონაცემთა გადაცემის სისწრაფეს.
10. ულიმიტოდ მაღალი რეზოლუციის (მაქსიმუმ 16 მეგაპიქსელი) ფოტოების და მაღალი რეზოლუციის (მაქსიმუმ 1080 პიქსელ გარჩევადობის) ვიდეოების ატვირთვის შესაძლებლობა Google Photos-ზე. AndroidPIT-Google-I-O-2015-Android-M-Developer-Preview-w782
11. რუკები, რომლებსაც არ სჭირდებათ ინტერნეტი.
12. Hotspot 2.0
13. BT 4.2
14. 5 გიგაჰერციანი Wi-Fi hotspot.
15. 7 ახალი ენა (რაც მთავარია ქართული ენა ადრეც იყო).
16. ბატარიის ისტორიის შემნახველი V2 ვერსია.
17. გაუმჯობესებული bluetooth დაბალი ენერგეტიკული სკანირება.
18. ტექსტის შერჩევის ქმედებები გახდა უფრო ლოგიკური და ჭკვიანი.
19. სტილუსის მხარდაჭერა (თუმცა აღნიშნული ფუნქცია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ ფლაგმანურ სმარტფონებში უკვე გვხდება.
20. MIDI მხარდაჭერა.
21. გაუმჯობესებული Wi-Fi სკანირება.
22. ანბანური აპლიკაციების ძებნა სიაში.
23. VPN აპლიკაციების პარამეტრები.
24. Bluetooth SAP.
25. აპლიკაციების ლოდინი.
26. დუპლექს ბეჭდვა.
27. Android Pay: გადახდის სისტება (საკმაოდ კარგი სიახლეა, თუმცა სამსუნგი და ეფლი ამ მხრივ ნამდვილად წინ არის).
28. APK ფაილების მეხსიერების ბარათზე გადატანა/შენახვის ფუნქცია.
29. 4K რეზოლუციის მხარდაჭერა სმარტფონებსა და ტაბლეტებში (თავში ქვა უხლიათ, მე 1080p რეზოლუციის ზემოთ სმარტფონს არ ვიყიდი 🙂 ).
30. ნაკლები ოპერატიული მეხსიერების გამოყენება, რაც ყოველთვის პრობლემა იყო ანდროიდ მოწყობილობებზე.
31. შესაძლებელი გახდა მოქმედებების განხორციელება შეტყობინებების პანელზე, მაგალითად მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.
32. Android Wear მოწყობილობებზე უკვე 4000 აპლიკაციაა ხელმისაწვდომი.
33. გუგლი გვპირდება, რომ ანდროიდ მოწყობილობები ორჯერ მეტად ენერგო ეკონომიური იქნება.
არის სხვა წვრილმანი სიახლეები, მაგრამ გადავწყვიტე ამ სტატიაში ჩამომეწერა შედარებით ნიშვნელოვანი განახლებები, თუმცა ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები გვდებოდა სხვადასხვა მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ მოდიფიცირებულ ანდროიდ ვერსიებში.
ანდროიდი უკვე ხელმისაწვდომია მანქანებში, საათებში, სამაჯურებში, ტელევიზორებში, ლეპტოპებში, სმარტფონებში და სხვა მოწყობილობებში.
თუ ანდროიდის წინა ვერსიას შევადარებთ, შეიძლება ითქვა არც ისე დიდი სიახლეა ახალ ანდროდ ვერსიაში, თუმცა კარგია აქცენტი ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს შეეხო როგორიცაა ბატარიის ენერგო ეკონომიურობა, ოპერატიული მეხსიერება, აპლიკაციების გადატანა და შენახვა მეხსიერების ბარათზე, გადახდის სისტემა, თითის ანაბეჭდის სენსორის მხარდაჭერა.
წყარო

სტატიის ავტორი: ნოდარ სიხარულიძე

Share.

About Author