Android 4.3 VS IOS 7.0

5

ამ პოსტში მე შევეცდები შევადარო Android VS IOS და გამოვაჩინო მათი პლიუსები თუ ნაკლოვანებები , როგორც მონაცემები გვიჩვენებს Android ს ყავს შედარებით მეტი მომხმარებელი ვიდრე IOS , შესაძლოა იმიტომ რომ Apple თავის პროდუქციას უფრო ძვირს აფასებს ვიდრე ანდროიდის მწარმოებლები (Samsung,Sony,HTC და ა.შ)

მარკეტი

ანდროიდსაც და iOS-საც აქვთ თავიანთი მარკეტები. ანდროიდს Play Store და iOS კი AppStore.

ორივე მარკეტი ძალიან დიდ არჩევანს გაძლევთ ,მაგრამ Play Store ს უფრო დიდი უპირატესობა აქვს , ერთ-ერთი არის ის რომ AppStore ში ძალიან ბევრი ფასიანი აპლიკაციაა , რაც იშვიათია Play Store-ში , ასევე ჩვენ შეგვიძლია Android ზე ჩავიწეროთ ისეთი თამაშები ინტერნეტიდან რაც არაა ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში მაგრამ რათქმაუნდა ამ სიტუაციიდანაცაა გამოსავალი

 

Android ის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის რომ შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერი სახის Launcher (თემა) ის დაყენება

 

მოხერხებული მრავალფეროვნება

ახალი ძებნის ფანჯრის გახსნა მომხმარებელს მთავარი ეკრანის ნებისმიერ გვერდზე ერთი თითის ჩამოწევით შეუძლია. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მხოლოდ Apple-მა განაცხადა უარი აპლიკაციების ცალკე მენიუს შექმნაზე. ვისაც ტელეფონში ბევრი აპლიკაცია აქვს, მას მათი დახარისხება ან ძიების გამოყენება მოუწევთ. პროგრამებს დაემატათ ავტომატური განახლების ფუნქცია. გაშვებული პროგრამების გადართვის რეალიზაციის ახალი პროგრამა ყველა აპლიკაციის ფონურ მუშაობას უშვებს.

 

iOS 7-ის ძლიერი მხარე სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისისა და აპლიკაციების შეთანხმებით მუშაობაა. თუმცა  ტელეფონის მართვა ცოტა გართულებულია. მაგ.: აპლიკაცია “რუქა” ადგილმდებარეობას მხოლოდ sms, Facebook, Twitter-ისა და ფოსტის საშუალებით გადასცემს, სხვა პროგრამებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. Apple-ისთვის “უცხო” ფორმატის ფაილების გაშვებისას გარკვეული სირთულეები იქმნება; ინფორმაციის გადაცემისას კი აუცილებელია iTunes-ი. გასათვალისწინებელია, რომ iOS 7 იდეალურად მხოლოდ iPhone 5 -თან მუშაობდა, მის წინარე ვერსიებზე კი პროგრამას მუშაობა ძალიან უჭირდა.

 Samsung Galaxy S5 VS Iphone 5S

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ილია რევია ამბობს, რომ Galaxy S5-ში კარგად არის განხორციელებული საოფისე დოკუმენტების, კომუნიკაციის (ელ-ფოსტის, კალენდრის დაგეგმვის, კორპორაციული ჩატის) და სოციალური ქსელის მართვის ფუნქციები. აგრეთვე, ტელეფონში განხორციელებული უსაფრთხოების (თითის ანაბეჭდის სკანირება, Private mode) და მონაცემთა “შიფრაციის ” ფუნქციები.

GeMUG -ის (საქართველოში მაკინტოშის მომხმარებელთა ჯგუფი) დამფუძნებელი დიმიტრი გოგელია კი ამბობს, რომ Galaxy S5 თავისი წინამორბედისაგან ფუნქციურად დიდად არ განსხვავდება და მიაჩნია, რომ არც რაიმე განსაკუთრებულ ინოვაციაზეა საუბარი. სპეციალისტები თვლიან, რომ ორივე მოდელს საკუთარი ძლიერი მხარეები და უპირატესობები აქვს.

 

ილია რევია : არსებობს გარკვეული მიზეზები თუ რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა Samsung Galaxy S5:

  1. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ფუნქციებია. Galaxy S5- ის მონაცემთა შიფრაციის მექანიზმი გაძლევთ საშუალებას, დაიცვათ პერსონალური თუ კორპორაციული მონაცემები, დოკუმენტები, ელ-ფოსტა და სხვა არაკეთილსინდისიერი მომხმარებლებისაგან. ამავდროულად შესაძლებელია ისეთი დამატებითი ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა ტელეფონის დაკარგვის ან სადმე შემთხვევით დატოვების შემთხვევაში მასზე მონაცემების ავტომატური წაშლა, ტელეფონის მიერ საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ ავტომატური შეტყობინების გამოგზავნა, მასზე დარეკვა და ა.შ.
  2. საუკეთესო ხარისხის მქონე კამერა, ძალიან სწრაფი სელექციური ფოკუსით. 16 მეგაპიქსელიანი კამერა გაძლევთ კრეატიულ საშუალებას, რომ ფოკუსი შეცვალოთ უკვე გადაღებულ სურათზე.
  3. წყალგაუმტარობა.
  4. აკუმულატორის წარმოუდგენლად მაღალი გამძლეობა Ultra Power Saving mode-ში. Galaxy S5-ს გააჩნია სპეციალური ფუნქცია. როდესაც ტელეფონის აკუმულატორში არც ისე ბევრი ენერგია დაგვრჩა, შეგვიძლია ტელეფონი გადავიყვანოთ შავ-თეთრ რეჟიმში და შევზღუდოთ არაკრიტიკული სერვისებით სარგებლობა.
  5. S Health. Galaxy S5-ს მოყვება ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის და ვარჯიშების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც ითვლის და აანალიზებს ადამიანის ფიზიკურ აქტივობას.

დიმიტრი გოგელია: „თუ ვისაუბრებთ iPhone-ზე, აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მის კონკრეტულ უპირატესობაზე თუ ვისაუბრეთ, აღსანიშნავია iOS საოპერაციო სისტემები. iPhone მთლიანად ჩართულია Apple ეკო სისტემაში. თუ ამ ფირმის ტელეფონი, „ტაბლეტი“ და კომპიუტერი გაქვს, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ძალიან მარტივია, რაც ძალიან მოსახერხებელია. ამასთან iOS საოპერაციო სისტემა ძალიან სტაბილურად მუშაობს. აქვს ხარისხიანი და ლამაზი პროგრამული უზრუნველყოფა. პირადად ჩემთვის და ალბათ, ჩემნაირი ადამიანებისთვის, უფრო სტაბილურ და ულამაზო პროგრამას, ვიზუალურად დახვეწილი და ნაკლებად სტაბილური მირჩევნია. პირობითად, შეგვიძლია iPhone სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ:

  1. Apple ერთიანი ეკო სისტემა
  2. სტაბილური საოპერაციო სისტემა
  3. სისტემის ვიზუალური მხარე, დახვეწილი დიზაინი
  4. უსაფრთოების დონე. iOS სისტემებს უფრო მაღალ დონეზე აქვს უსაფრთხოების დონე, ვიდრე ანდროიდს
  5. ეკრანის იდეალური ზომა. ადამიანის ხელთან ეკრანის ზომა იდეალურად არის მორგებული.
Share.

About Author

  • sandro khokhiashvili

    რუთზე და ჯეილბრეიკზე რამე გეთქვა

  • კარგია მაგრა მ თუ ახლა დაწერე 5.0 ვს 8.0 დაგეწერა რაღა ესენი მოძველებული თემაა მაინც 🙂 მიუზედავად იმისა, რომ ბევრი (მათ შორის) მეც ჯერ კიდევ მაგათ იყენებს 🙂

  • George Gersamia

    კარგი და ობიექტური მიმოხილვაა, ამ სტატიის შემდეგ არავინ იტყვის რომ სხვა ოპერაციულ სისტემებს პატივს არ ცემენ ადნროიდელებიო 🙂

  • Oto

    ეკრანის ზომაზე ვერ დაგეთანხმები. ვაშლოფონების აბსოლუტურ უმრავლესობაზე (100%ზე) ჩემთვის პირადად ტექსტის აკრეფა ძალიან სტრესული სიტუაციების გამოვლას უკავშირდება და არაერთ კორექციას.

    • ツ ツ

      ვაშლფონი 😀