ცნობილი processor-ის ბრენდები

10

როდესაც იქმნება ახალი პლატფონრმა საჭიროა ახალი ტიპის პროცესორები. ამ შემთხვევაში განვიხილავთ ARM-არქიტექტურას რომელიც გამოიყენება ანდროიდში. ესენი არიან ყველაზე ცნობილი ბრენდები:

snapdragon

I: Qualcomm snapdragon

ქუალქომი არის ამერიკული სემიკონდუქტორების კომპანია რომლებიც არის ამოყენებული უმეტესობა პოპულარულ ტელეფონებში.

ამ დროისთვის მას აქვს რამდენიმე ხაზი:

snapdragon 8xx ეს ხაზი არის გათვლილი ფლაგშიპ(ძლიერ) ტელეფონებზე გათვლილი.ჯერჯერობით ყველა არის 4 ბირთვიანი და 810-ის გარდა სხვები 28ნმ-ზეა დაბეჭდილი. 810 ჯერჯერობით მხოლოდ lg g flex 2-შია გამოყენებული.

snandragon 4xx ეს არის გათვლილი ბაჯეტ(იაფფასიან მაგრამ ხარისხიანი) ტელეფონებზე. მგონი ყველაზე პოპულარული moto g-ა.

snapdragon 6xx საშუალო დონის ტელეფონები.

exynos

II: samsung exynos

როგორც სახელიდან ხვდებით ეს არის სამსუნგის მობაილ პროცესორები რომლებიც უმეტესად თვით სამსუნგის დევაისებში გვხვდება. სამსუნგი პირველი იყო 20 ნმ -ზე გადასვლაში. მათი პროცესორებიც იყოფა ბევრ ნაწილად არის ძვირიანიც და იაფიც და არანაირად არ ჩამოუვარდება ქუალქომს

intel

III: intel

intel იმედია ყველამ იცით. ისინი განთქმულია თითქმის უკონკურენტო ბაზრით x86 x64 პროცესორებში კომპიუტერებისთვის.მათი ARM არქიტექტურის ხაზს intel atom ქვია და ბოლო CES-ს თუ დავუჯერებთ dell venue 8(ასევე წოდებული უთხელეს ტაბლეტად) იქნება საკმაოდ ძლიერი. ერთი რამ რაც მე მომწონს პირადად არის ინტელის realsense ტექნოლოგია რომელიც აღიქვამს 3დ ობიექტებს.ეს dell venue 8-ში არის.

ფასის მიხედვითაც ინტელი არც თუ ისე ძვირია და ჩემი აზრით სულ ბოლოს ამ ბაზარზეც მხოლოდ ინტელიღა შერჩება.

mtk

IV: mediatek

მედიატეკი არის ჩინური კომპანია რომელიც განთქმულია იაფფასიანი პროცესორებით. 80% 300 ლარზე იაფიანი ტელეფონები მედიატეკის პროცესორითაა. მაგრამ მასაც აქვს ფლაგშიპ პროცესორები რომელიც თუ ანტუტუ ბენჩმარკს დავუჯერებთ ყველა დანარჩეს ჯობია. მაგრამ მთლად ასეც არ არის.ის ასევე პირველი იყო რვაბირთვიანი პროცესორით. ამ ბრენდის განვითარებისაც მჯერა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი GPL -ს დაეთანხმებიან ანუ თავიანთ კოდებს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომს გახდიან.რაც იმას ნიშნავს რომ Custom ROM(სტატია ამაზეც იქნება ცოტა ხანში ჩემგან არამგონია) -ების აწყობა შესაძლებელი იქნება.

V: Nvidia

Nvidia-ც ალბათ ბევრს გაგიგიათ თავისი გრაფიკის პროცესორებით. მათაც დაიწყეს მობილური პროცესორების კეთება მაგრამ ისინი მხოლოდ ფლაგშიპებზე არიან გათვლილები. მე რაც ვიცი tegra K1 და ახლა დაანონსირებული tegra X1-ა რომელებიც ორივე ძალიან ძლიერია და უკვე შეიძლება PC/Laptop-ებს შევადაროთ.

ეს არის და ეს. კიდევ უბრალოდ შეიძლება ვახსენოთ HiSilicon რომელიც უმეტესწილად დაბალი დონის ჰუავეიებშია გამოყენებული.

რა ბრენდის პროცესორი გაქვთ?

View Results

Loading ... Loading ...
Share.

About Author

ალექსანდრე ხოხიაშვილი good at math; physics; programming(c,c++,java,android java,javascript,html,css(ისე რა),php....); algorithm programming

  • კარგი სტატიაა ძალიან <3 მაგრამ შენ ადგილზე სათაურს შევცვლიდი და მოკლე(4-5 წინადადება) შესავალს დავამატებდი სტატიის ტოპიკის შესაბამისს შემდეგისთვის იმედია გაითვალისწინებ 🙂 წარმატებები <3

    • sandro khokhiashvili

      ეხლა ვერ დავუმატებ თუ რა 😀

      • perfect! 😀 სათაურად “top 5 მსოფლიოს საუკეთესო პროცესორი!” ან რამე ეგეთი დამაინტრიგებელი სათაური მოუფიქრე და ეგაა 😀 😉

        • George Gersamia

          სტატია კარგია და ვიზუალურადაც ლამაზია (y)
          ლაშაც მართალია, სათაურს დიდი მნიშვნელობა აქვს.

          • გიორგი რედაქტორის ან რაიმე მსგავსი “თანამდებობა“ თუ გაქვთ დიდი სიამოვნებით გავხდებოდი 🙂 ნუ fb_ზე მოგწერ პრინციპში

  • “top 5 მსოფლიოს საუკეთესო პროცესორი!” თუ “ მსოფლიოს top 5 საუკეთესო პროცესორი!” :3

    • sandro khokhiashvili

      ჩემი სტატია ბრენდებზეა ვახ. “ტოპ 5 საუკეთესო პროცესორის ბრენდი” კი უკვე ცუდად ჟღერს

  • სათაურში “Top 5 საუკეთსო პროცესორის ბრენდებში” არ შეიძლება არ გაითვალისწინო Apple-ის პროცესორები… სათაურში ჯობია მინიშნებული იყოს, რომ ლაპარაკია პროცესორებზე რომლებსაც Android სმარტფონები და ტაბლეტები იყენებენ… ამის მერე შეგიძლია შესავალი საერთოდ არ გააკეთო… ასევე ჯობია თითოეული ბრენდის განხილვისას დაწერო რითია ამ ბრენდის პრეოცესორები სხვა პროცესორებზე კარგი/ცუდი…

    • Nini Choladze

      სვან სად წერია ეგ სათაური ტოპ 5? :)) აქ წერია ცნობილი პროცესორის ბრენდები ,და განხილულია რაც ანდროზეა 🙂

  • კომენტარებს არ კითხულობ? კომენტარებში არის განხილვა სათაურებზე…