ყველაზე დროის გასაყვანი თამაშები

1

მე-10 ადგილი:

unnamed

ბოლოდან პირველ ადგილს იკავებს ყველასათვის ნაცნობი ჰიტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ნომერ პირველია ალბათ სოციალურ ქსელ Facebook-ზე, ესაა Candy Crush Saga. თამაში, რომელიც ერთნაირადაა პოპულარული ნებისმიერი სქესის, რასისა და ინტერესების მქონე ადამიანების საზოგადოებებში. იდეალურია დროის მოსაკლავად და რაც მთავარია, თამაში შესაძლებელია PC-დანაც და ასევე Android-ის მოწყობილობიდან. სინქრონიზდება Facebook-თან. სამწუხაროდ, არ აქვს Play Games Achievements (Play Games-ის მიღწევები), მაგრამ სამაგიეროდ, თქვენი Facebook ,,ფრენდების” სტატისტიკას აჩვენებს და თითო საფეხურზე მათთან პაექრობის საშუალებასაც გაძლევთ. თამაში არის ერთი ფერის ,,ტკბილეულობის” დაგროვებაზე დიაგონალურად, ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, აქვს ინტუიციური ინტერფეისი და არის დამოკიდებულებადი გასართობი, თუ ერთხელ დაიწყეთ, აუცილებლად განაგრძობთ თუ აზარტის მცირედი ოდენობაც კი დევს თქვენში.

ლინკი: Download

მე-9 ადგილი:

header_spikes

აღნიშნულ ადგილზე განთავსებულია Don’t Touch The Spikes – თამაში ყველა იმ მოთამაშისთვის, რომლისთვისაც მსოფლიოში ყველაზე მოკლე დროში გაპაპსებული და ყველაზე სულელური თამაში Floppy Bird იყო ნამდვილი ,,კლასიკა”. აღნიშნული თამაშიც ანალოგიურ პრინციპზე დგას, არსებობს ჩიტები, რომელთაც თავიდან ერთი უფასო ჩიტით ,,ხსნით”, მათი მართვაც მხოლოდ დისფლეიზე თაჩით შეგიძლიათ და მთავარია არ დაემორჩილოთ გრავიტაციის ძალას, დაენარცხოთ დაბლა ან კედლებზე გამოსული ეკლების მჭრელ ზედაპირს. თამაში სინქრონიზდება Play Games-ის პროფილებთან და აქვს საკმაოდ მაღალი XP-ის მქონე მიღწევები (Achievements), რაც დაეხმარება ნებისმიერ მოთამაშეს მოკლას დრო და თან მოიმატოს და აიწიოს Rank-ი Play Games-ზე.

ლინკი: Download

მე-8 ადგილი:

Screenshot_2013-12-26-19-25-58

ამ ადგილს იკავებს ყველასათვის კარგად ნაცნობი თამაში Temple Run 2. თამაში ორიენტირებულია სისწრაფეზე და სხარტ რეაქციაზე. სამწუხაროდ, არ აქვს Play Games Achievements და არც Facebook Synchronization, მაგრამ ნამდვილად იდეალურია დროის მოსაკლავ თამაშებს შორის. არსებობს მისი პირველი ვერსიაც, რომელიც მეორე ვერსიაზე დიდი პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს.

ლინკი: Download

მე-7 ადგილი:

subway

Subway Surfers კი არის ნამდვილად ძალიან კარგი თამაში, მათთვის, ვისთვისაც ცნობილია, არ ღირს ამ თამაშზე საუბარი, რადგან ნამდვილად ჰიტია და მე თუ რამე შეიძლება მომწონდეს აპლიკაციაზე ან თამაშზე საუბრისას, ესაა მისი გლობალურობა. აღნიშნული თამაში მართალია არ უკავშირდება Play Games-ს, თუმცა თქვენ შეგიძლიათFacebook-ზე სინქრონიზება რათა ნახოთ მეგობრების მიღწევები და რაც მთავარია, თამაშის ყოველი ახალი განახლება არის ერთქვარი მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე თუ ქვეყანაში. მისი დეველოპერები იყენებენ არაჩვეულებრივ ტაქტიკას, ამოგზაურონ მოთამაშენი რიოში, ან ნიუ იორქში ან კიდევ ტოკიოში და ა.შ. ჰყავს უამრავი აქტიური მოთამაშე და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Time Killer-ი ანდროიდის თამაშებში.

ლინკი: Download

მე-6 ადგილი:

TwoDots_ocean_desktop

ამ ადგილს კი იკავებს უდავო ჰიტი! დროის მოსაკლავი და ძალიან კარგი თამაშიTwoDots. რომელიც როგორც იქნა, გამოვიდა Android-ზე და უმალვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. თამაში არის ერთი ფერის წერტილების დაკავშირებაზე,Time Killer-ის იქეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მოითხოვს გონებრივ რესურსსაც, თუმცა როგორც ჩანს, არც იმ დონეზე როგორც მაგალითად რომელიმე სერიოზულიBrainy თამაში. აქვს Play Games Achievements და არის საოცრად ინტუიციური.

ლინკი: Download

მე-5 ადგილი:

Cut-and-Hack-Windows-Phone

მეხუთე ადგილზე გავიდა სასაცილო თამაში Cut_N_Hack. თამაში არის გეომეტრიული ფიგურების შემოხაზვასა და ბურთლების დაჭერაზე. თქვენ ხართ ე.წ. ჰაკერი რომელსაც ევალება მოცემული გეომეტრიული ფიგურის ზუსტი შემოხაზვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ საფეხურზე ვერ გადადიხართ. აქვს Play Games-ის მხარდაჭერა. ვრცელდება უფასოდ, თუმცა აქვს რამდენიმე რეკლამა, მათ მოშლაში კი თამაშის სრული ვერსიის ყიდვა დაგეხმარებათ.

ლინკი: Download

მე-4 ადგილი:

unnamed-1

მეოთხე ადგილზეა ძალიან სახალისო თამაში და უკვე საკმაოდ მოძველებული (თუმცა არ თმობს პოზიციებს) ესაა Angry Birds-ი. ამ თამაშის შესახებ ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ დავამატებ ერთს, რომ ის იმდენად პოპულარულია მარკეტზე, რომ თითქმის ყველამ კარგად იცის მისი ყველა ნაწილი. სამწუხაროდ არ აქვს Play Games-ის Achievements.

ლინკი: Download

მე-3 ადგილი:

Hay-Day-v1.16.148-Apk

მესამე ადგილზეა ცნობილი ფერმის ანალოგია – Hay Day. აღნიშნული თამაში გითრევთ ყოველდღიურ აზარტში. თქვენ გაქვთ თქვენი ე.წ. ფერმა, რომელსაც ანვითარებთ და დროდადრო ხელს უწყობთ სხვადასხვა მატერიალის შეძენით თუ მეზობლების შემომატებით. აქვს როგორც Play Games-თან ასევე Facebook-თან სინქრონიზაციისა და დაქონექტების ფუნქცია. გააჩნია Play Games Achievements! არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრატეგიული, Time Killer თამაში მთელ მარკეტში. გადმოწერილია 50 მილიონზე მეტჯერ!

ლინკი: Download

მე-2 ადგილი:

hungry-shark-evolution-2.8.0-1

პირველის წინა პოზიციაზეა Gameloft-ის ცნობილი თამაში ზვიგენზე – Hungry Shark Evolution. თამაშს აქვს არაჩვეულებრივი გრაფიკა, არის ძალიან საინტერესო თამაში, სინქრონიზდება Play Games-თან და არის ძალიან ინტუიციური.

ლინკი: Download

1-ელ ადგილზეა:

PvZ2_LogoS_CMYK

თამაში, რომელიც სცდება მხოლოდ Time Killer-ის ფარგლებს, მას სჭირდება გონება და სტრატეგია იმისათვის, რომ გაიხსნას ახალი საფეხური, და მოხდეს პროგრესირება. ესაა – Plants VS. Zombies. აღნიშნული თამაში არის უამრავი Game Awards-ის გამარჯვებული ჭკვიან მოწყობილობებში და მიუხედავად იმისა რომ არასოდეს მითამაშია, არაერთხელ მსმენია მისი ფანებისგან რომ არის Addictive, ანუ დამოკიდებულებადი.

იმედია მოგეწონათ 🙂

წყარო: review.ge

Share.

About Author

Avatar