საუკეთესო პლანშეტები – 2015

0

პლანშეტებს წყალობით თანამედროვე ადამიანს ინტერნეტზე ხელი მიუწვდება ყველგან და ყოველთვის. გარდა ამისა, პლანშეტის მფლობელს შეუძლია გაერთოს უამრავი ვიდეოთამაშითა და სასარგებლო აპლიკაციებით.

ამასთან, დღეისათვის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მისთვის მოსახერხებელ და შესაფერის პლანშეტზე შეაჩეროს არჩევანი, რაშიც ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი უთუოდ დაეხარება.

საუკეთესო პლანშეტი: Apple iPad Air 2

ამ პლანშეტს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ჩიპი A8X, ასევე – შესანიშნავი კამერა და ეკრანი, რომელიც სინათლეს არ ირეკლავს. გარდა ამისა, ამ პლანშეტის უპირატესობა მდგომარეობს უამრავ აპლიკაციაში.
444-გრამიანი და 6 მმ სისქის პლანშეტი მის მფლობელს ელეგანტურ იმიჯს შესძენს. ამ მოდელში Apple-მა დაამატა თითის ანაბეჭდების სკანერი – Touch ID და ამით პაროლების შეყვანის აუცილებლობა შეცვალა.
გარდა ამისა, მფლობელს შეუძლია პლანშეტიდანვე უპასუხოს საკუთარ iPhone-ზე შემავალ ზარებს.

საუკეთესო მულტიმედიური პლანშეტი: Amazon Fire HDX 8.9

2560 x 1600 პიქსელი გაფართოების ეკრანი და იდეალური ჟღერადობა ,,ამაზონის” პლანშეტის მთავარი პლუსებია.
Amazon-ი პლანშეტების პირველი მწარმოებელია, რომელმაც მოწყობილობებში Dolby Atmos-ის სისტემის რეალიზება მოახდინა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ პლანშეტს ყურსასმენებს შეუერთებთ და სპეცეფექტებით გაჯერებული ფილმის ყურებას იწყებთ, მოგიცავთ ისეთი ხმა, რომ რეალურად მოხვდებით რეჟისორის ჩანაფიქრით შექმნილ სამყაროში.

საუკეთესო პლანშეტი-ტრანსფორმერი: Asus Transformer Book T200

Asus Transformer Book T200 თქვენი გაჯეტების კოლექციას შემატებს 12-დუიმიან პლანშეტს. სისტემის მთავარი ღირებულება ოთხბირთვიანი CPU Atom-ია, შიდა მეხსიერების ტევადობა კი, 64 გბაიტს შეადგენს. ავტონომიური მუშაობის სავარაუდო დრო 6,5 საათია.

საუკეთესო Android-პლანშეტი: Samsung Galaxy Tab S 10.5

ამ პლანშეტის 2560 x 1600 პიქსელის გაფართოების ეკრანი იმაზე მკვეთრ და მკაფიო გამოსახულებას იძლევა შენობის გარეთ, ვიდრე iPad Air-ი. ამ პლანშეტის ეკრანი განსაკუთრებით მოსახერხებელია ვიდეოთამაშების მოყვარულებისთვის.
გარდა ამისა, 6,6 მმ სისქის პლანშეტს სხვა დადებითი მახასიათებლებიც აქვს: მძლავრი პროცესორი Eyxnos 5 Octa, 9-საათიანი მუშაობის რეჟიმი, საფირმო აპლიკაციების შესანიშნავი ნაკრები და სმარტფონის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა.
ყველაფერი ეს Tab S-ს ერთ-ერთ საუკეთესო პლანშეტად აქცევს, რომლის შეძენაც დღესდღეისობით შეიძლება.

საუკეთესო ,,საბიუჯეტო” არჩევანი: Amazon Fire HD 6

$99 ფასით ,,ამაზონი” იაფი და ამავდროულად მძლავრი პლანშეტების თაობას უღებს კარს. ამ პლანშეტს გააჩნია გაცილებით მკაფიო ეკრანი, ვიდრე მის ნებისმიერ კონკურენტს დაბალი ფასის კატეგორიაში. Amazon Fire HD 6-ის პლუსებია ასევე – ოთხბირთვიანი SoC ჩიპი და 8,5-საათიანი ავტონომიური მუშაობის რეჟიმი.

Share.

About Author